MARNEULI

(التصنيف أطعمه معبأه)
Products
التقيّم
مشاركة

100 % -ით ქართული პროდუქტი 100 % Georgian Product მარნეულის სასურსათო ქარხანა მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და თავის დარგში, ქვეყნის უმსხვილესი საწარმოა. დაარსების მიზანი იყო საქართველოს უდიდესი სასოფლო სამეურნეო პოტენციალის ამოქმედება და ნედლეულის უმდიდრესი ბაზის ახალ ტექნოლოგიებთან შეხამებით მომხმარებლისათვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდება, საბოლოოდ კი იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით. “M” ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა. ქართული ტრადიციული რეცეპტურით დამზადებული საწებელები, მარინადები, ჯემები და მურაბები მომხმარებლის მოწონებას ერთნაირად იმსახურებს. პროდუქცია არამარტო გემრიელია, არამედ ჯანსაღიცაა, რადგან მზადდება არაგენმოდიფიცირებული ნედლეულისგან, არ შეიცავს საღებავებსა და კონსერვანტებს. ამჟამად მარნეულის სასურსათო ქარხანა 30–მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს. უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ მარნეულის სასურსათო ქარხნის ნაწარმის გარდა ”M” ნიშნით აგრეთვე გამოდის ქართული ჩაი, რომელიც დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი გურიის რეგიონის პლანტაციებიდან მოდის. ”M - ჩაის” საუცხოო არომატი, შავი ჩაის ნამდვილ დამფასებელთა აღფრთოვანებას იწვევს.