TATARA

(التصنيف حلويات وشوكلاه)
Products
التقيّم
مشاركة

ტრადიცია ახალ ფორმებში პროდუქციის მწარმოებელია შპს გრეიფი. პროდუქტი წარმოადგენს ტრადიციული და ცნობილი ტკბილეულის, „თათარა“-ს ახლებური (ინოვაციური) ფორმებით წარმოებას, რომელიც მოთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შეფუთვაში. ბრენდი „თათარა“ აერთიანებს შემდეგ სახეობებს:  თათარა მოხალული ნიგვზით  თათარა მოხალული თხილით  თათარა მოხალული ნუშით  თათარა მოხალული მიწის თხილით  თათარა ქიშმიშით  თათარა ასორტი თეთრი თათარა მზადდება რქაწითელის ყურძნის წვენით, ხოლო წითელი - საფერავის ყურძნის წვენით; თავად პროდუქტი დიზაინით ძალიან წააგავს ბუნებრივ ანალოგს, რომელშიც მოთავსებულია შესაბამისი ნაყოფი. შეფუთვაზე ნათლად ჩანს მისი შიგთავსი, რაც ამ ტიპის პროდუქტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ყოველ შეფუთვაში პროდუქცია განთავსებულია ორ ფენად და ისინი გაყოფილია მუყაოს ფურცლით. ასევე, შეფუთვაშია ორი ცალი ხის ჩხირიც (ასორტის შემთხვევაში ოთხი), რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ მოხერხებულად მირთმევა. შეფუთვაზე დატანილი მონაცემების შესაბამისად, პროდუქტი 100%-ით ნატურალურია.