კომპანია “იფქლის” ისტორია 1993 წელს ერთი პატარა საცხობით იწყება. კომპანიის პირველი პროდუქტი ქიშმიშიანი ფუნთუშა იყო და ის დღემდე ჩვენი მომხმარებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. 90-იანი წლებიდან დღემდე, მრავალი დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, პურის და საქმის სიყვარულით, კომპანიამ შეძლო გაზრდა და განვითარება. დღეს კომპანიას აქვს ევროპული ტიპის საწარმო და ორი საკუთარი მაღაზია თბილისის მასშტაბით, წერეთლის 11 ნომერსა და ქერჩის ქუჩის 1 ნომერში. პურის წარმოების თვალსაზრისით კი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ვართ ქართულ ბაზარზე, სადაც 75-მდე სახეობის პურფუნთუშეული გვაქვს წარმოდგენილი. თბილისის გარდა საკუთარი სადისტრიბუციო ხაზით ვამარაგებთ რუსთავს, მცხეთას, გორსა და ქუთაისს. “იფქლი” დღეს დარგში ერთადერთი კომპანიაა საქართველოს მასშტაბით, სადაც პურის ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია. ფქვილის ჩაყრის მომენტიდან პურის გამოცხობამდე, პროდუქტს ადამიანის ხელი არ ეხება. პროდუქტის გემონური თვისებების მაქსიმალურად დასახვეწად კი, პურეულის უმეტესობას დამჟავებულ ცომზე (ხაშზე) ვაცხობთ, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს უფრო ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი მივაწოდოთ. ჩვენი ყველაზე დიდი აღიარება ერთგული მომხმარებლია. ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ 1993 წლიდან დღემდე მაღაზიის დახლებზე ჩვენს პროდუქციას ელიან. ჩვენი გუნდის თითოეული ნაბიჯი მათი ლოიალურობის და კეთილგანწყობის გასაზრდელად არის გადადგმული.
Empfohlen