Products
Bewerten Sie uns
Teilen auf

ძეხვეული, თევზეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული. "მარშე" არის ცენტრალიზებულ საწარმო.პროექტის ღირებულება 30 მილიონი ევროა და მისი მასშტაბურობა რამდენიმე პარამეტრით განისაზღვრება. აშენდა 3 ჰექტარ ფართობზე განთავსებული შენობები, სადაც კომპლექსურად გადანაწილდა ჩვენი კომპანიის ახალი მიმართულებები. კომპლექსში ცენტრალიზებულად იწარმოება 300 მდე სახეობის პროდუქტი. „მარშეს“ გააჩნია წარმოების 4 მიმართულება : თევზეული , ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები და პურ-ფუნთუშეული . წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარი ევროპის წამყვანი კომპანიებისგან ჩამოვიტანეთ. მათ მაღალტექნოლოგიურ ფუნქციებს და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისობას ხარისხის სერთიფიკატები ადასტურებს (FSSC 22 000) . იქმნება სადისტრიბუციო არხები, რომლებიც ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქტ „მარშეს,“ მთელი საქართველოს მასშტაბით ამარაგებს.