“მზეთამზე” 100%-ით ქართული, უმაღლესი ხარისხის, გემოვანი პურია. ჩვენ გვჯერა, რომ ნატურალური ქართული პროდუქციის შეთავაზებით არა მხოლოდ ქართულ იდენტობას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენი ხედვა ქართული ხორბლის თვითმყოფადობის მიღწევა, მისი უპირატესობების წარმოჩენა და მომხმარებლისთვის ახალი, ხელმისაწვდომი ალტერნატივის - სრულად ქართული, ჯანსაღი და სასარგებლო პურის შეთავაზება. ჩვენი მისია შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ქართული ხორბალი და ქართული პურის დამზადების ტრადიციები. ჩვენი დაპირება წარმოების უნიკალური, ტრადიციული მეთოდი და ხარისხის კონტროლის თანამედროვე ნორმები - ნატურალური საფუარი, მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული და თანამედროვე აღჭურვილობა.
Recommandé