მარცვლეულის იმპორტი და გადამუშავება ბევრილი ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიას გააჩნია საკუთარი სილოსები, ელევატორები და წისქვილკომბინატი თბილისსა და ფოთში. მარცვლეულის იმპორტი ძირითადად ხორცილდება რუსეთიდან და ყაზახეთიდან, ასევე გარკვეული რაოდენობით ხდება საქართველოში მოყვანილი ხორბლის შეძენა. თანამედროვე, ამერიკული წარმოების ელევატორებში, რომლის საერთო ტევადობა 60 000 ტონას აჭარბებს, მარცვლეული სწრაფად და მოხერხებულად იყრება, წონის განსაზღვრა ხდება როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ელექტრონული სასწორებით. მარცვლეულის ხარისხი შემოწმებას გადის თანამდროვე ლაბორატორიაში. საკონტროლო შესყიდვების ხარისხის შემოწმებას ახორციელებს მსოფლიოში ცნობილი კომპანია SGS (საფრანგეთი). ყველა სილოსში (ელევატორში) ერთდროულად შეიძლება სხვადასხვა მარცვლეული კულტურის (ხორბალი, სიმინდი, ქერი და ა.შ) მიღება და შენახვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება მარცვლეულის როგორც პირველადი, ისე მეორადი გაწმენდა (გასუფთავება). მარცვლეული ირეცხება, შრება და ხდება მისი შემდგომი დახარისხება. განიავების ავტომატიზებული სისტემა და ტემპერატურის მუდმივი კონტროლი შენახვის ოპტიმალური რეჟიმის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. თბილისსა და ფოთში მდებარე მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. რომელსაც შეუძლიათ როგორც უმაღლესი და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის, ასევე, შავი ფქვილის, სიმინდის ღერღილისა და ფქვილის წარმოება (გამოშვება). ამ დანადგარების წარმადობა (სიმძლავრე) შეადგენს 1040 ტ/24 საათში. ფქვილის საუკეთესო თვისებების და ხარისხის უკეთ წარმოჩენისათვის ბევრილი ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა ტიპის ფქვილის კუპაჟირება, რაც ცხობის პროცესსა და გამომცხვარ პროდუქციას საუკეთესო თვისებებს ანიჭებს. ბევრილი ჯგუფს გააჩნია ფქვილის დასაფასოებელი ავტომატიზებული, თანამედროვე, სრულად აღჭურვილი ხაზები, რომელთა მეშევეობითაც ხორციელდება ფქვილის როგორც ტომრებში (50 კგ და 25 კგ), ასევე 1,2 დ 5 კგ-იან პაკეტებში დაფასოება.
Recommandé