LILE

(Categoria Produtos naturais)
Products
Nos avalie
Compartilhar no

ჩვენს წარმოებაზე და მის ისტორიაზე საუბარს, მართებული იქნება თუ დავიწყებთ სერგო თანდილაშვილით. მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ოჯახურ ბიზნეს, იყო და არის მთავარი სპეციალისტი მეფუტკრეობის დარგში. დაიბადა 1947 წელს, 1969 წლიდან როდესაც იგი ჯარიდან ჩამოდის (გერმანიიდან) იწყებს მეფუტკრეობის შესწავლას ხაშურში. სწავლის დამთავრებასთან ერთად, ფშაველში აყალიბებს მეფუტკრეობას კოლმეურნეობისთვის. უვლიდა 300 სკას, 3 დამხამრესთან ერთად. შემდგომ წლებში უკვე სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა თავისი მეორე სპეციალობით (ზოო ინჟინერი). ხოლო 1980 წლიდან მეუღლესთან, ნინო კობიაშვილთან ერთად იწყებს საკუთარი ფუტკრის, სკების, სკების სატარებელი ლაფეტების, შესყიდვას. შემდეგ კი ნელ-ნელა ანვითარებენ მეურნეობას, რომელიც რამოდენიმე სკით დაიწყეს, სამი ვაჟიშვლის დახმარებით. კომპანიის სახელი „ლილე“ ნიშნავს მზეს, მზის ღმერთს სვანურ მითოლოგიაში, კომპანიის დირექტორი ლევან თანდილაშვილი განმარტავს: "როგორც მზე გვათბობს გვავსებს სითბოთი და საჭიროა სიცოცხლისთვის, ასევე აუცილებელია თაფლი მასში შემავალი ვიტამინების გამო, ადამიანის ორგანიზმისთვის". სწორედ ამიტომ უწოდა მან კომპანიას ეს სახელი. უნდა აღინიშნოს რომ, კომპანია „ლილე“ გთავაზობთ მხოლოდ საკუთარი წარმოების ნატურალურ პროდუქტებს.