Products
Nos avalie
Compartilhar no

მე გავიზარდე მეფუტკრეობის მიმყოლ ტრადიციის ოჯახში. სახელი ფეფე, რომელიც ჩვენ პროდუქციას ჰქვია, მომდინარეობს ჩემი წინაპრის - ფეფე ბებოს სახელიდან. იგი ძალიან ძლიერი მეფუტკრე იყო და ფუტკარიც მისგან გვერგო მემკვიდრეობით. 2004 წლიდან მეფუტკრეობა გახდა ოჯახის ბიზნესი და მას მერე უფრო დავხვეწეთ (ბიზნესის სახე მივეცით), გამოვიყენეთ საკუთარი დანაზოგები, გავამრავლეთ ფუტკრის ოჯახები და შევიძინეთ ჩამოსასხმელი და დამფასოებელი დანადგარი. წარმოშობით ყაზბეგიდან ვარ და მეურნეობაც ყაზბეგში გვაქვს. ძირითად მოსავალს ვიღებთ ყაზბეგში - უმაღლესი ხარისხის ალპური ზონის თაფლს და ფუტკრის პროდუქტებს. ჩვენს წარმოებაში დასაქმებულია 15 ადამიანი. ძირითადად ვაწარმოებთ შემდეგ პოდუქტებს: თაფლი, სანთელი, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, თაფლის არაყი, ფუტკრის ოჯახები. საქართველოში კონკურენცია დიდია, ჩვენი კონკურენტული უპირატესობებია მაღალი ხარისხი და დიდი ხნის დაგროვებული ნდობა ჩვენი კლიენტების მხრიდან. ჩვენი პროდუქცია სერთიფიცირებულია. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს საერთაშორისო ISO სერთიფიკატი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმაზე, რომ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა გავზარდოთ და გავიტანოთ ექსპორტზე, რაზეც დიდი მოთხოვნილებაა. ჩვენ სამ ქართულ ოჯახს შევასწავლეთ მეფუტკრეობა და დღეს ეს ოჯახები ამ საქმიანობით ირჩენენ თავს. დასაქმებული გვყავს 15 ადამიანი და კიდევ გვინდა გაფართოება. ყველაზე მეტად ის გვეამაყება, რომ ქართველ ხალხს სუფთა ნატურალური თაფლით ვუმასპინძლდებით და ბევრ ავადმყოფს წამლად ერგება ჩვენი თაფლი და ფუტკრის პროდუქტები.